ფეხბურთი

13:21 | 4.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკიმ ზიეჩიმ ჰოლანდიაში ყველას აჯობა

ჰოლანდიის ერედივიზიონის 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ამსტერდამის “აიაქსის” შემტევი ნახევარმცველი ჰაიკიმ ზიეჩი დასახელდა.

25 წლის მაროკოელმა შემტევმა გასულ სეზონში 34 თამაში ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი გააკეთა.

მეორე ადგილზე გავიდა “ალკმაარის” აწ უკვე ყოფილი და ამჟამად “ბრაიტონის” შემტევი, ირანელი ალირეზა ჯაჰანბახში, ხოლო მესამე პოზიციას დასჯერდა “აიაქსის” კაპიტანი მატის დე ლიგტი.

0.126133