მადრიდის “რეალის” ახალწვეული მეკარე ტიბო კურტუა თავის ახალ გუნდსა და ლონდონის “ჩელსის” ადარებს. ბელგიელი კიპერი მიიჩნევს, რომ სხვაობა ძალიან დიდია.
ტიბოს აზრით, ამისთვის ერთი ვარჯიშიც კი საკმარისია:
“უბრალოდ ვარჯიშიც საკმარისია, რომ დაინახო განსხვავება “რეალსა” და “ჩელსის” შორის. აქ შემიძლია ვივარჯიშო მსოფლიოს საუკეთესო მცველ სერხიო რამოსთან ერთად, ვითამაშო ულამაზეს სტადიონზე, რომელიც “სტემფორდ ბრიჯზე” ორჯერ დიდია. როდესაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” წინ ვიყურები, ხალხს ვხედავ, ხოლო “სტეფორდ ბრიჯზე” სასტუმროს ვხედავდი”, - განაცხადა კურტუამ.
შეგახსენებთ, რომ ტიბო კურტუა “რეალში” მიმდინარე ზაფხულს გადავიდა, ხოლო “ჩელსიში” 2014 წლიდან თამაშობდა. იქამდე, მეორე მადრიდული გუნდის, “ატლეტიკოს”კარს იცავდა.