ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი წლის მე-5 სუპერტურნირისთვის მზადებას განაგრძობს და მორიგი სპარინგებიც ჩაატარა. დასავლეთის ოძეკის წოდების მქონე ქართველი ფალავანი დევანოუმი-ბეიაში სეკივაკე მიტაკეუმის 7-ჯერ გაეჯიბრა და 4 გამარჯვება იზეიმა.
შეგახსენებთ, რომ მოახლოებული აკი ბაშო 9-23 სექტემბერს ტოკიოში ჩატარდება და ტოჩინოშინს მინიმალური დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება მართებს. წინააღმდეგ შეხვედრაში, ჩვენებური ოძეკის ტიტულს დაემშვიდობება.
საინტერესოა, რომ ამ დღეებში ტოჩინოშინმა დოჰიოს მიღმა ამბებისთვისაც მოიცალა და იაპონიის დედაქალაქშივე ოძეკად კურთხევისადმი მიძღვნილი ცერემონიალიც გამართა, რომელსაც სუმოს მთელი ელიტა დაესწრო.