20 წლის ქართველი კალათბურთელი ლევან ბაბილოძე იტალიაში იმყოფება და ქვეყნის საუკეთესო კლუბ “ოლიმპია მილანოს” საწვრთნელ კემპში იღებს მონაწილეობას.
როგორ Sportando იუწყება, ბაბილოძე აპენინებს მონტენეგროელ ივან მარაშთან ერთად ეწვია და მილანური კლუბის ხელმძღვანელობისთვის თავის მოწონებას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ ლევანი მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე ირჯება და წლეულს საქართველოს ნაკრების მაისურით ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც მისი საშუალო მონაგარი 6.0 ქულა, 3.0 მოხსნა და 1.5 პასი გახლდათ.
ვთქვათ ისიც, რომ გასულ სეზონში ბაბილოძე იტალიაში ჯერ – “ორლანდინას”, შემდეგ “რეჯიო კალაბრიას”, ბოლოს კი “სან სევეროს” ღირსებას იცავდა.