"ლივერპულიდან" "ბეშიქთაშში" გადაბარგებულ ლორის კარიუსს ახალ გუნდში დებიუტი ჰქონდა. თუმცა, არცთუ წარმატებული. მართალია, გერმანელს ისეთი გაუგონარი შეცდომები არ დაუშვია, როგორც ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალთან", მაგრამ გაშვებულ გოლში მისი ბრალეულობაც ნამდვილად არის.
"ბეშიქთაში" "ბურსასფორს" სტუმრობდა და რაიან ბაბელის გოლით ამარცხებდა კიდეც. თუმცა, 86-ე წუთზე დიაფრა სახომ გაათანაბრა და შეხვედრაც ასე დასრულდა (1:1).
კარიუსი კარიდან დაუფუქრებლად გამოვიდა და სახომ როგორც მას, ისე მცველს დაასწრო და ცარიელ კარში გაიტანა. მოკლედ, ლორის კარიუსის დებიუტი "არწივების" რიგებში სახარბიელო და სასურველი ვერ გამოდგა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ხალხი ბოღმა და ირონიულია.
ამით ცდილობენ დააკომპლექსონ სხვები.
ცუდი ისაა, რომ ახერხებენ ამას
ერთი მაგარი ბურთი რომ აიღო რატო იმას არ ამბობთ...

ბეშიქთაშის შემპიონობა მიდევს და უნდა გახდნენ კიდევაც თუ ლიგამ არ გადაღალა, მაგრამ გალაც იქ არის...
მაგარი სასტავი ყავს_მომწონს ეს გუნდი განსაკუთრებით კვარეზმას გამო... ისე ფენერიც მაგრად მევასება
იქამდე რომ კარგად ითამაშა და ერთი–ერთზეც რომ გადაარჩინა გუნდი იმაზე რატომ არ წერთ? ამ საწყალ მეკარეს ყველა შეცდომაზე უნდა ვდიოთ ეხლა?