ფეხბურთი

17:59 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას სამი ფინალისტი: მესი სამეულში ვერ მოხვდა

ფიფამ 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა სია 10-დან სამამდე შეამცირა. შედეგად, ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზისთვის კრიშტიანუ რონალდუ, ლუკა მოდრიჩი და მოჰამედ სალაჰი იბრძოლებენ. საინტერესოა, რომ სამეულში ვერ მოხვდა ლიონელ მესი და ასეთი რამ ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.

გარდა ამისა, საუკეთესო სამეულები გამოვლინდნენ სხვა და სხვა პოზიციებზეც:

მეკარე: ტიბო კურტუა, უგო ლორისი, კასპერ შმეიხელი

მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი, დიდიე დეშამი, ზინედინ ზიდანი

ასევე, ცნობილია ფიფას ვერსიით საუკეთესო გოლის 10 კანდიდატი:

გარეთ ბეილი („რეალი“), დენის ჩერიშევი (რუსეთის ნაკრები), ლაზაროს ხრისტოდოპულოსი (აეკ), კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“/„იუვენტუსი“), ჯორჯიან დე არასკაეტა („კრუზეირო“), რაილი მაკგრი („ნიუკასლ ჯეტსი“), ლიონელ მესი (არგენტინის ნაკრები), ბენჟამინ პავარი (საფრანგეთის ნაკრები), რიკარდო კვარეჟმა (პორტუგალიის ნაკრები), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“).

შეგახსენებთ, ფიფას გალა დაჯილდოვება 24 სექტემბერს, ლონდონში გაიმართება.

0.112924