ლეგენდარული ფეხბურთელი, ბრაზილიელი რონალდო ფეხბურთში დაბრუნდა. „ფენომენმა“ ესპანეთის ლა ლიგის ბინადარ „ვალიადოლიდის“ საკონტროლო პაკეტის 51% შეიძინა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
შეთანხების თანახმად, მოქმედი პრეზიდენტი კარლოს სანჩესი პოსტს შეინარჩუნებს და კლუბში მუშაობას გააგრძელებს:
„ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შევქმნათ კონკურენტუნარიანი გუნდი“, - განაცხადა რონალდომ.
„ვალიადოლიდი“ ლა ლიგაში სამი ტურის შემდეგ ორი ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება.