ჩოგბურთი

6:39 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა მერვედფინალში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა აშშ-ს ღია პირველობის ქალთა წყვილების ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა. აღნიშნულ ეტაპზე ოქსანა და იაპონელი ნაო ჰიბინო სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩსა და რუს ირინა ხრომაჩევას გაეჯიბრნენ და 4:6, 1:6 წააგეს.


შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვამა და ჰიბინომ ნიუ იორკულ კორტებზე 2 გამარჯვება იზეიმეს: საწყის რაუნდში შვეიცარიელ ბენჩიჩსა და უკრაინელ კოზლოვას 6:4, 4:6, 7:6 (8:6) სძლიეს, შემდეგ კი, მე-9 განთესვის მქონე ჰოლანდიურ-შვედურ დუეტს (ბერტენსი-ლარსონი) 7:6 (7:3), 6:4 მოუგეს.

0.12965