ფეხბურთი

19:12 | 2.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილის გოლი ბოლო წუთზე (+VIDEO)

შვედეთის ალსვენსკანში შედეგიან და წარმატებულ თამაშს აგრძელებს გიორგი ხარაიშვილი. 22 წლის ჩვენებურმა "გიოტებორგი" სტუმრად "დოლკურდთან" 90-ე წუთზე გატანილი გოლით მარცხისგან იხსნა.

ხარაიშვილმა პენალტი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1. გიორგიმ ეს მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

ჩვენებურს ალსვენსკანის მიმდინარე სეზონში 17 თამაშში 5 გოლი და 4 საგოლე აქვს აქტივში. "გიოტებორგი" კი 20 ტურის თავზე 23 ქულით მე-11 ადგილზეა.

0.113983