ძიუდო

18:15 | 2.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა

ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ უშანგი მარგიანი და ბექა ღვინიაშვილი იჭიდავებენ. ბრატისლავაში გამართული ევროპის თასის ფინალში ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა და 2018 წლის სეზონის უმთავრესი შეჯიბრების დაწყებამდე სამიოდ კვირით ადრე გაინაღდა ადგილი სანაკრებო განაცხადში.

სლოვაკურ ტატამზე, ფინალის გზაზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხ-ოთხი მეტოქე დაამარცხეს. ღვინიაშვილმა იპონ-იპონ ჩამოიშორა ბრიტანელი ჯეიმს რეიდი, ფრანგი ბენუა კოლინი, უკრაინელი დმიტრო ბერეჟნი და კანადელი მოჰად ელ ნაჰასი. ჭრიკიშვილმა ნახევარფინალამდე უნგრელი მარტინ ჰუსზარის, გერმანელი ტონი გრონისა და ეგვიპტელი ჰატემ აბდ ელ ახერის იოლად ძლევით მივიდა. ფინალის საგზური კი რუსეთის ნაკრების წევრ რომან დონცოვს "ოქროს დროში” შესრულებული სუფთა გდებით აართვა.

ქართული ფინალის ბედი ღვინიაშვილის მიერ მესამე წუთზე შესრულებულმა ვაზარიმ გადაწყვიტა.

დღესვე, სლოვაკურ ტატამზე ასევე 90 კილოგრამში მოჭიდავე პაატა ღვინიაშვილიც გავიდა, მაგრამ... ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი აღარ იჭიდავა

0.105877