ფეხბურთი

16:15 | 2.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბენ არფა "რენის" ფეხბურთელია

პსჟ-ს ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ჰატემ ბენ არფა "რენში" გადავიდა და კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფრანგი 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ბენ არფა ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ჰატემი პსჟ-ში 2016 წელს "ნიცადან" გადავიდა და ერთი სეზონი ითამაშა. 2017 წელს უნაი მერისთან კონფლიქტის შემდეგ ფრანგი სარეზერვო გუნდში ვარჯიშობდა და სეზონი გამოტოვა. მიმდინარე წლის ზაფხულში კი ბენ არფას პარიზელებთან ხელშეკრულება დაუმთავრდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113381