ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "ლიონის" შემტევმა მემფის დეპაიმ "მილანში" გადასვლა იუარა და საფრანგეთში დარჩა. აღნიშნული ინფორმაცია Calciomercato ავრცელებს. უცნობია თუ როგორ წინადადებას სთავაზობდა "როსონერი" ჰოლანდიელს.
დეპაი "ლიონში" გასულ სეზონში " "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადავიდა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა. მემფისმა 2017/18 წლების სეზონში 51 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამავე სეზონში შემტევის სატრანსფერო ღირებულება 19-დან 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა.