ფეხბურთი

14:15 | 2.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სონ ჰინ მინი სამხედრო სამსახურისგან თავისუფალია

"ტოტენჰემის" თავდამსხმელი სონ ჰინ მინი სამხრეთ კორეის ჯარში გაწვევას გადაურჩა. აზიური თამაშების ფინალში სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრებმა იაპონია 2:0 დაამარცხა და გუნდის ყველა წევრი ავტომატურად სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდა.

სახრეთ კორეაში 28 წლამდე ყველა მამაკაცი ვალდებულია 21-თვიანი სამხედრო სამსახური გაიაროს. აღნიშნული მოვალეობისგან თავისუფლდებიან ის სპორტსმენები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებზე მედალს მოიპოვებენ, ან აზიურ თამაშებზე ოქროს მედალს დაისაკუთრებენ.

სონ ჰინ მინი 2014 წელს აღნიშნულ თამაშებზე არ მონაწილეობდა, რადგან მაშინ მისმა კლუბმა "ლევერკუზენმა" ფეხბურთელი არ გაუშვა. ახლა კი კორეელისთვის ბოლო შანსი იყო. სონმა "ტოტენჰემთან" ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142468