ფეხბურთი

12:40 | 2.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

კულიბალიმ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

სენეგალის ეროვნული ნაკრების მცველმა კალიდუ კულიბალიმ "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ახალი ხელშეკრულებით, აფრიკელის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.

კულიბალი "ნაპოლიმ" 2014 წელს "გენკიდან" 7.75 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მას შემდეგ კალიდუმ ნეაპოლელთა მაისურით 166 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. აფრიკელის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.

0.111298