ფეხბურთი

22:21 | 1.09.2018 | ნანახია 0 - ჯერ

"ბაიერნი" უკვე ლიდერია

გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ორი გუნდი ასპარეზობს. ერთი რა გასაკვირია, რომ მიუნხენის “ბაიერნია”, მეორე – “ვოლფსბურგი”.

“რეკორდმაისტერმა” ახლა უფრო დამაჯერებელი თამაში აჩვენა, ვიდრე ერთი კვირის წინ “ალიანც არენაზე”. ნიკო კოვაჩის გუნდი შტუტგარტში ჩავიდა და “მერსედეს ბენც არენაზე” ადგილობრივ გუნდს შანსი არ მისცა. “შვაბებმა” მცირე წინააღმდეგობაც ვერ გაუწიეს “რეკორდმაისტერს” და დაფიქსირებული ანგარიში სრულად ასახავდა იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. ანგარიში ლეონ გორეცკამ ანტრაქტამდე გახსნა. “შალკეს” ექსნახევარმცველისთვის ეს სადებიუტო გოლი იყო მიუნხენელთა რიგებში. მეორე ნახევარში კი რობერტ ლევანდოვსკიმ და ტომას მიულერმა კიდევ უფრო სოლიდური სახე მისცეს ანგარიშს. “ბაიერნი” 6 ქულით უკვე სატურნირო ცხრილის სათავეშია და არ გაგკვირდეს, ლიდერობა სეზონის ბოლომდე რომ არ დაკარგოს...

ჩინებულად დაიწყო სეზონი “ვოლფსბურგმა”, რომელიც გასულ სეზონთან შედარებით სახეცვლილია. “მგლები” შარშან გავარდნას ბეწვზე გადაურჩნენ, მაგრამ მიმდინარე სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო. ვოლფებმა “შალკეს” ძლევის შემდეგ კიდევ ერთი სერიოზული და ამბიციური მეტოქე დატოვეს უშანსოდ. ამჯერად ლევერკუზენის “ბაიერი”, რომელთანაც თავიდან აგებდა, მაგრამ მერე სამი უპასუხო გოლი გაუტანა. თუ “ვოლფსბურგისთვის” ყველაფერი დიდებულად დაიწყო, იგივეს ვერ ვიტყვით “ლევერკუზენზე”, რომელიც ორი ტურის შემდეგ უქულოდ ცხრილის ფსკერზეა დალექილი.

ასევე ქულათა გრაფაში ნული უწერია “ფრაიბურგს”, რომელიც ამჯერად ზინსჰეიმში “ჰოფენჰაიმთან” ვერას გახდა. დიდებულად ითამაშა უნგრელმა ადამ სჟალაიმ, რომელიც დუბლით გამოირჩა და საერთოდაც, სეზონი შესანიშნავად დაიწყო, უკვე სამი გოლი აქვს გატანილი. წერტილი კი, ანდრეი კრამარიჩმა დასვა.

ბრემენის “ვერდერი” ფრანკფურტიდან შინ სამი ქულით დაბრუნდა. “მუსიკოსებმა” ოსაკომ დააწინაურა, რასაც მასპინძელთა კაცნაკლული დარჩენა მოჰყვა ჟეტრო ვილემსის გაძევების შედეგად. მიუხედავად ამისა, “აინტრახტმა” ბოლომდე იბრძოლა და ჰალერის გოლით ქულასთანაც ახლოს იყო. თუმცა, ბოლო წუთზე ალბანელმა რაშიცამ “ვერდერს” მოაგებინა.

დღევანდელი დღის ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა. “ნიურნბერგმა” და “მაინცმა” გოლები გაცვალეს, ისევე, როგორც “აუგსბურგმა” და “გლადბახმა”.

“ნიურნბერგი” – “მაინცი” 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 მატეტა (25), 1:1 იშაკი (48)

“ჰოფენჰაიმი” – “ფრაიბურგი” 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 ჰეინტცი (36), 1:1 სჟალაი (50), 2:1 სჟალაი (63), 3:1 კრამარიჩი (90)

“ლევერკუზენი” – “ვოლფსბურგი” 1:3 (1:1)

გოლები: 1:0 ბაილი (24), 1:1 ოზჩანი (36, ა.გ), 1:2 ვეგორსტი (55), სტეფენი (60)

“აინტრახტი” – “ვერდერი” 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ოსაკო (20), 1:1 ჰალერი (54, პენ), 1:1 რაშიცა (90)

“აუგსბურგი” – “გლადბახი” 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 გრეგორიტში (12), 1:1 პლეა (68)

“შტუტგარტი” – “ბაიერნი” 0:3 (0:1)

გოლი: 0:1 გორეცკა (37), 0:2 ლევანდოვსკი (62), 0:3 მიულერი (76)

თეგებიბუნდესლიგა

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:31 | 25.08.2013
momo (147)

მაგ ზღაპარს არ დაუჯეროთ ბიჭებო ხორვატია არიქნება იმ საშინელ მდგომარეობაში რომ მოდუნდეთ1!!!!

15:51 | 25.08.2013
sabonis (9584)

ესეც უძლეველი ბერძნები, თუმცა ამხანაგურები არაფერს ნიშნავს.

15:48 | 25.08.2013
sabonis (9584)

ჩემის აზრით მთავარი ბრძოლები ჩეხებს, ხორვატებს და პოლონელებს უნდა გაუმართოდ. ესპანელებთან და სლოვენიელებთან არ ღირს ძალების ბოლომდე დახარჯვა მაინც ვერ მოუგებთ.

19:54 | 25.08.2013
zulu (627)

ვერ მოგებაზეც არ არის ძალები უნდა დავზოგოთ.თამაშები ისე გვაქვს რომ ეგრე მოგვიწევს. ისე ჯობდა პირველი 3-თამაში ამათთან გვქონოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.223839
სარეკლამო ადგილი - 99
X x X