ფეხბურთი

12:35 | 1.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

შმეიხელმა "ლესტერთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

დანიის ნაკრების მეკარემ კასპერ შმეიხელმა „ლესტერ სიტისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, სკანდინავიელი „მელიების“ ღირსებას 2023 წლის ზაფხულამდე დაიცავს. ინფორმაციას „ლესტერი“ ოფიციალურად ადასტურებს.

კასპერ შმეიხელი „ლესტერ სიტის“ 2011 წელს „ლიდს იუნაიტედიდან“ 1.5 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა. მას შემდეგ 299 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 357 გოლი გაუშვა და 97 მშრალი თამაში ჩაატარა.

„ლესტერის“ რიგებში შმეიხელმა 2016 წელს პრემიერლიგა, ხოლო 2014 წელს ჩემპიონშიფი მოიგო. კასპერს დანიის ეროვნულ ნაკრებში 39 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111471