მილანის „ინტერმა“ ნიჭიერი ფრანგი ფეხბურთელი იან კარამო სამშობლოში დააბრუნდა. 20 წლის შემტევი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით „ბორდოს“ რიგებში ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას ჟირონდელთა ვებგვერდი ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ კონტრაქტი არ ითვალისწინებს გამოსყიდვის უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ დამდეგ ზაფხულს კარამო „ინტერში“ დაბრუნდება.
იან კარამო „ნერაძურიმ“ ერთი წლის წინ შეიძინა, მაგრამ ფრანგი ძირითად შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა. სათამაშო პრაქტიკის მიზნით კი საფრანგეთში გაანათხოვრეს.
აქვე გეტყვით, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „ბორდომ“ ბერგამოს „ატალანტადან“ დანიელი თავდამსხმელი ანდრეას კორნელიუსიც გაიფორმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამ ბავშვებს დნმ-ში დიდი დოზით "დინამო" აღმოაჩნდათ...შემოგევლეთ.
წარმატებები
აბა რაა... მშვენიერი ფეხბურთი ითამაშეს ბიჭებმა. ასე გააგრძელეთ დიდი გუნდის პატარა ბავშვებო.
წარმატებები
გაიხარეთ ბიჭებო, თქვენი თაობის გვეიმედება! გილოცავთ!