ფეხბურთი

11:35 | 1.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კოენტრაუ გიორგი მაკარიძის თანაგუნდელი გახდა

პორტუგალიის ნაკრების ყოფილი წევრი ფაბიო კეონტრაუ სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „რიუ ავეში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია პორტუგალიურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.

კოენტრაუმ მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და მშობლიურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაუბრუნდა. საინტერესოა, რომ ლუზიტანელი განაპირა მცველის კარიერა სწორედ „რიუ ავეში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ „ბენფიკაში“, „რეალსა“ და „სპორტინგში“ ითამაშა.

„სამეფო კლუბმა“ ის 2011 წელს 30 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ფეხბურთელმა ესპანეთში ფეხი ვერ მოიკიდა და ძირითად შემადგენლობაში ოდენ 43 მატჩი ჩაატარა.

აქვე გეტყვით, რომ „რიუ ავეს“ ღირსებას საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე იცავს.

0.113391