ფეხბურთი

20:25 | 31.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" "ჩიხურა" დაამარცხა

ეროვნული ლიგის 23-ე ტურში "ჩიხურამ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. სტუმართაგან გოლები ბუდუ ზივზივაძემ (7წ) და გიორგი კუციამ (72წ) გაიტანეს, ხოლო მასპინძელთაგან თავი გიორგი გაბედავამ 28-ე წუთზე გამოიჩინა. 55-ე წუთზე კი "დინამოს" ფეხბურთელის ნიკა ნინუას დარტყმული პენალტი დინო ჰამზიჩმა მოიგერია, ხოლო ზივზივაძემ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.

აღნიშნული გამარჯვებით თბილისურმა გუნდმა 48 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას "დინამო" ჩემპიონატის ლიდერ "საბურთალოსთან" 16 სექტემბერს ჩაატარებს. საჩხერელები კი მესამე ადგილზე 38 ქულით არიან და მორიგ მატჩს "ტორპედოსთან" გამართავენ.

0.11818