ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ გაბრაზებულია. ამის მიზეზი კი, უეფას გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე ლუკა მოდრიჩი გახდა.
„კრიშტიანუ გაბრაზებულია, რადგან უეფამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად არ დაასახელა. მისი გაბრაზება ნორმალურია, რადგან გასულ სეზონში 15 გოლი გაიტანა და ამ ჯილდოს იმსახურებდა. მონაკოში პირადი გადაწყვეტილებით არ გაემგზავრა და კარგად ვარჯიშობს“, - განაცხადა ალეგრიმ.
აღსანიშნავია, რომ უეფას გადაწყვეტილება დაუწუნა პორტუგალიელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს იყო უბრალოდ სასაცილო ქმედება.