ფეხბურთი

18:30 | 31.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკო" ბელგიელი ფეხბურთელით გაძლიერდა

ფრანგულმა „მონაკომ“ ინგლისური „ვესტ ბრომვიჩ ალბიონიდან“ ნასერ შადლი გაიფორმა. ტრანსფერის ღირებულებამ 12 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო ფეხბურთელმა ახალ გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ეს ძლიერი გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. ბოლო წლების შედეგები ადასტურებს კლუბის ამბიციებსა და სიძლიერეს“, - განაცხადა ბელგიელმა.

29 წლის ნასერ შადლი „ვესტ ბრომვიჩში“ 2016 წელს „ტოტენჰემიდან“ გადაბარგდა და 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 6 გოლი და 5 საგოლე პასი გააკეთა. რაც შეეხება ბელგიის ნაკრებს - 51 თამაში და 6 გოლი (მათ შორის, მსოფლიოს ჩემპიონატზე იაპონიის ნაკრებთან).

აქვე გეტყვით, რომ „მონაკომ“ შადლიმდე „ლევერკუზენიდან“ მცველი ბენჟამენ ჰენრიხსი დაიმატა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111281