ფეხბურთი

21:31 | 30.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩი - გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლების სეზონი შეაჯამა და საუკეთესო ფეხბურთელები პოზიციების მიხედვით გამოავლინა.

აღსანიშნავია, მადრიდის „რეალის“ დომინირება. ყველა პოზიციაზე სწორედ „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს. გამონაკლისი მხოლოდ თავდამსმელია, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამჟამად „იუვენტუსის“ შემტევ რონალდუს ეს პრიზი „რეალში“ თამაშის გამო ერგო.

საუკეთესო ფეხბურთელი კი ლუკა მოდრიჩი გახდა, რომელმაც იმავე რონალდუსა და მოჰამედ სალაჰს აჯობა.

საუკეთესო მეკარე: კეილორ ნავასი („რეალი“)

საუკეთესო მცველი: სერხიო რამოსი („რეალი“)

საუკეთესო ნახევარმცველი: ლუკა მოდრიჩი („რეალი“)

საუკეთესო თავდამსხმელი: კრიშტიანუ რონალდუ („იუვენტუსი“)

საუკეთესო ფეხბურთელი: ლუკა მოდრიჩი („რეალი“)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165543