ფეხბურთი

12:34 | 30.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ზალცბურგის" უიღბლო და საშინელი სერია

ავსტრიის ჩემპიონ “ზალცბურგისთვის” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კარი დაკეტილია. 2005 წელს გუნდი “რედ ბულის” მფლობელობაში გადავიდა და მთავარი მიზანიც დაისახეს – ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა.

რამდენჯერ ახლოს იყო ამასთან ავსტრიული გუნდი, მაგრამ ვერ მოახერხა. გადის წლები, იცვლება შემადგენლობა, იცვლება მწვრთნელი, თუმცა უცვლელი რჩება შედეგი: “ზალცბურგი” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ან საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხდება.

თავდაპირველად, იყო “ვალენსია” და “შახტარი”, რომელთა ბარიერი ვერ დაძლია გუნდმა. 2009 და 2010 წლებში უკვე ორი ებრაული გუნდი გამოდგა საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ეტაპზე “ზალცბურგისთვის” დაუძლეველი – ჯერ ჰაიფას “მაკაბისთან”, შემდეგ თელ ავივის “ჰაპოელთან” წააგო. შემდეგ წელს "ფენერბახჩესთან" დამარცხდა, მერე იყო, ლუქსემბურგის “დუდელანჟთან” მოულოდნელი ფიასკო, რასაც ზედიზედ ორი სეზონი შვედურ “მალმესთან” წაგებები მოჰყვა.

2016 წელს ზაგრების “დინამო” აღმოჩნდა უფრო ძლიერი, ხოლო შარშან კიდევ ერთი ხორვატული გუნდი – “რიეკა”. და რა მოხდა წელს? “ზალცბურგი” ახლაც ახლოს იყო ჯგუფურ ეტაპთან “ცრვენა ზვეზდას” 65-ე წუთამდე 2:0 უგებდა და თითქოს ნანატრ ოცნებას რეალობად გადააქცევდა, მაგრამ ორი წუთის შემდეგ ყველაფერი სხვაინაირად იყო. სერბებმა გაათანაბრეს და ჯგუფურ ეტაპზე თავად გავიდნენ.

“ზალცბურგის” კოშმარი კი გრძელდება. ავსტრიის ჩემპიონი ამჯერადაც ევროპა ლიგით ინუგეშებს თავს, სადაც სხვათა შორის გასულ სეზონში ნახევარფინალამდე მივიდა...

0.11989