ფეხბურთი

12:04 | 30.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლუდოგორეცის" მწვრთნელი: "გადაწყვეტილი არაფერია და ყურადღებით უნდა ვითამაშოთ"

ბულგარული “ლუდოგორეცის” მთავარმა მწვრთნელმა პაულო აუტორიმ ქუთაისის “ტორპედოსთან” მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა.

ბრაზილიელი სპეციალისტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმს პირველი თამაში მოიგო, ეს არაფრის გარანტია არაა.

“ის ფაქტი, რომ საქართველოში 1:0 მოვიგეთ, კარგია, მაგრამ არა გადამწყვეტი, რადგან ეს ვერ გადაწყვეტს ორი მატჩის ბედს. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ფრთხილად და ყურადღებით. ბიჭები გადაღლილები იყვნენ, ვინაიდან ბევრი რთული მატჩის ჩატარება მოგვიწია მოკლე მონაკვეთში, მაგრამ ახლა ძალები აღდგენილია. ჩვენი ბოლო ვარჯიშით კმაყოფილი ვარ”, - განაცხადა აუტორიმ.

შეგახსენებთ, რომ “ლუდოგორეცისა” და “ტორპედოს” შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება. თამაშის ხილვა “სილქ უნივერსალის” ეთერში შეგეძლებათ.

0.114041