ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი პაულო დიბალა კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას Ole-ს არგენტინელი ჟურნალისტი მაურისიო იდალგო ავრცელებს:
“რეალსა” და “იუვენტუსს” შორის შეთანხმება შედგა. მადრიდელები 180 მილიონ ევროს გადაიხდიან, ხოლო დიბალას ხელფასი სეზონში 16 მილიონი იქნება. ტრანსფერი 31 აგვისტომდე დადასტურდება”, - დაწერა იდალგომ ტვიტერში.
თუმცა, ინფორმაციას არ ადასტურებს იტალიური მედია. გარდა ამისა, იდალგოს ტვიტერი, საიდანაც ინფორმაცია გავრცელდა ეჭვს იწვევს, ვინაიდან ამ გვერდზე სხვა ადამიანის, კერძოდ, იოზეფ პუჩადესის ფოტოებია გამოქვეყნებული.
სიმართლე გავრცელდა თუ ტყუილი არგენტიდან, ამას ძალიან მალე გავიგებთ. სატრანსფერო ფანჯარა ესპანეთში 31 აგვისტოს იხურება და შესაბამისად, ყველაფერი ამ ორ დღეში უნდა მოესწროს.
აქვე გეტყვით, რომ დიბალა “იუვენტუსში” 2015 წლიდან თამაშობს და კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დიბალა ძალიან მაგარია, რეალს კიარა ყველას გამოადგება, ეს თუ არ უნდათ აბა ვინ, მაგრამ იმედია იუვე არ გაყიდის
ვერც ნეიმარი გაიფორმეს ვერც მბაპე და აზარი, მიადგნენ დიბალას. ისე ვერ ვხვდები ლოგიკას, ბეილი ყავთ ეგეთი სტილის
ბეილი მალე გავა პენსიაზე და ალბათ იმიტომ.
სულ არ გამიკვირდება ეგ რეალში მაგრად რომ გაიხსნას.
ვინ დარჩება რონალდოს სისულელეა
ალბათ მარკეტინგული თვალსაზრისით ჩათვალეს საჭიროდ, რომ ეყიდათ. რაღაცნაირად, სისხლის გადასხმასავით იქნება ეს მათთვის.

მაგრამ როგორც ფეხბურთელი რა ჩემ ფეხებად უნდათ, ვერ ვხვდები