ფეხბურთი

16:07 | 29.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში გამოძახებაზე უარი თქვა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებს უახლოეს ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ეს გადაწყვეტილება თავად 33 წლის ფეხბურთელმა მიიღო, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ერთა ლიგის საწყის ეტაპზე კლუბში დარჩეს.

გამოცემა ItaSportPress-ი როგორც იტყობინება, კრიშტიანუმ ეს გადაწყვეტილება “იუვენტუსთან” უკეთ შეთამაშების გამო მიიღო. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ ვარსკვლავს ტურინელთა რიგებში ორი მატჩში გოლი არ გაუტანია.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ პორტუგალია 6 სექტემბერს, ახანაგურად ხორვატიას, ხოლო ოთხი დღის შემდეგ ერთა ლიგაზე იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. საინტერესოა ის, რომ რონალდუ “სკუადრა აძურას” წინააღმდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო მაინც ვერ ითამაშებდა და როგორც ჩანს, მხოლოდ სპარინგ შეხვედრაში თამაშს ტურინში დარჩენა ამჯობინა.

0.133925