ფეხბურთი

15:12 | 29.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

არეულობა სან პაულუში კოპა ლიბერტადორესზე (+VIDEO)

კოპა ლიბერტადორესის მერვედფინალური შეხვედრა “სანტოსსა” და “ინდეპენდიეტეს” შეწყდა. 36-ე წუთზე ბრაზილიელმა ფანებმა თამაშის ჩაშლა სცადეს და ამის მიზეზი კონმებოლის მირებული გადაწყვეტილებაა.

საქმე ისაა, რომ ერთი კვირის წინ არგენტინაში შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა, მაგრამ კონმებოლმა “სანტოსს” 0:3 ტექნიკური წაგება ჩაუთვალა, რადგან იმ შეხვედრაში ბრაზილიელთა მხრიდან მოედანზე იყო ურუგვაელი კარლოს სანჩესი, რომელსაც 2015 წლიდან, როდესაც “რივერ პლეიტში” თამაშობდა, დისკვალიფიკაცია ჰქონდა გადმოყოლილი.

საბოლოოდ, სან პაულუში სიტუაცია გამწვავდა, თუმცა, პოლიციის ჩარევის შედეგად თამაში მდგომარეობა დასტაბილურდა და თამაშიც განახლდა. აღსანიშნავია, რომ ეს მატჩიც უგოლოდ დასრულდა და “ინდეპენდიენტე” შმდეგ ეტაპზე ოდენ ტექნიკური გამარჯვების წყალობით გავიდა.

0.131679