ჩოგბურთი

14:12 | 29.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვამ შნიდერი დაამარცხა

ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მარია შარაპოვა ვეტერან 39 წლის პატი შნიდერს დაუპირისპირდა.

პირველ სეტში შნიდერი ბრეიკით 2:1 დაწინაურდა, თუმცა მარიამ ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და სეტი თავის სასარგებლოდ 6:2 დაასრულა. მეორე პარტიაში შარაპოვა 5:1-ს იგებდა და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო, მაგრმა შნიდერმა მოახერხა და სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც 8:6 იმარჯვა.

„როცა მეორე სეტში 5:1-ს ვიგებდი ბევრი შეცდომის დაშვება დავიწყე, რითაც შნიდრმა შესანიშნავად ისარგებლა და სეტის შემობრუნების შანსი მივეცი, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ჩემთვის კარგად დასრულდა“- განაცხადა შარაპოვამ.

ურთიერთშეხვედრებში შარაპოვა შვეიცარიელს 8:1-ს ამარცხებს.

მომდევნო ეტაპზე მარიას მეტოქე რუმინელი სორენა კირსტეა იქნება.

0.119917