დორტმუნდის “ბორუსიამ” კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი პაკო ალკასერი გაიფორმა. როგორც გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ესპანელი “სიგნალ იდუნა პარკზე” იჯარის წესით ითამაშებს.
აღნიშნული გარიგება “დორტმუნდს” 2 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ მისი გამოსყიდვა 23 მილიონად შეეძლება. ამავდროულად, “ბარსა” იტოვებს უფლებას, რომ აღნიშნულ წინადადებაზე უარი თქვას.
გარდა ამისა, თუ ალკასერი “ყვითლების” სრულფასოვანი წევრი გახდება და შემდგომში გუნდი სხვაგან გაყიდის, “ბარსას” თანხის 5% ერგება.
პაკო ალკასერი “ბარსელონაში” 2016 წელს “ვალენსიადან” 30 მილიონ ევროდ გადავიდა. გასულ სეზონში ლა ლი გაში 24 წლის ფეხბურთელმა 23 თამაშში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.