ფეხბურთი

10:37 | 29.08.2018 | ნანახია 3217 - ჯერ

ერთა ლიგა და ვაისის არჩევანი

რაღა დარჩა, ერთ კვირაზე ოდნავ მეტი და უეფას ერთა ლიგა დაიწყება. გარდა იმისა, რომ ეს ტურნირი ისტორიაში პირველად ტარდება, ქართველი გულშემატკივრისთვის იმედთან ასოცირდება. ნამდვილად ასეა – საქართველოს ნაკრები უსუსტეს, ბოლო დივიზიონშია და შანსი აქვს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გავიდეს.

ეს, იმ შემთხვევაში თუ “ჯვაროსნები” დივიზიონში (16 გუნდში) ჩემპიონობას მოახერხებენ. თუმცა, ეს უფრო შორსმჭვერტელი გეგმებია. იქამდე, აუცილებელია ქვეჯგუფში პირველობა. ქვეჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ყაზახეთის, ანდორისა და ლატვიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. რა თქმა უნდა, ფეხბურთში პროგნოზები უმადური საქმეა, წინასწარ საუბარი და ქულების დაგეგმვა არ ივარგებს, მაგრამ მაინც – დღეს, ფურცელზე ქართველთა მთავარ კონკურენტად ყაზახეთის ნაკრები მოსჩანს.

ყაზახეთის ნაკრები, რომლის რიგებშიც ერთადერთი ლეგიონერია, მაგრამ დანარჩენი ფეხბურთელები ოდენ 3 გუნდს წარმოადგენენ და ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, შეთამაშების პრობლემა ამ გუნდს არ ექნება. თავის მხრივ, შემადგენლობა უკვე დაასახელა ვლადიმირ ვაისმაც.

თავიდანვე ვთქვათ, რომ სლოვაკმა სპეციალისტმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარა თავი და ალბათ, ბევრი კითხვები ამა თუ იმ ფეხბურთელის გამოუძახებლობის შესახებ, არაა. თუმცა, არც მთლად უამისობაა და ამაზე, დღევანდელი წერილის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ. იქამდე, იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც სიაში არიან.

მეკარეები

გიორგი მაკარიძე, რომელმაც სეზონი დაიწყო და თამაშობდა ტრავმირებულია. შესაბამისად, ის გუნდში არაა. ვაისმა არ გამოიძახა არც ნუკრი რევიშვილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ უდიდესი ტრაგედია გადახდა თავს და რომელსაც, ვაისი ისედაც არ სწყალობდა ბოლო ხანებში. სლოვაკმა უარი თქვა ზაურ მახარაძის სამსახურზეც, რომელიც ლუგანსკის “ზორიაში” მუდმივად თამაშობს და რომელიც, ბოლოს მოედანზე გასულ უიქ-ენდზე იყო. აი,გუნდში მიწვეულ სამ მეკრეს რაც შეეხება – საქმე სახარბიელოდ ნამდვილად არაა.

გიორგი ლორია უკვე კარგა ხანია სათამაშო პრაქტიკის მწვავე დეფიციტს განიცდის და ბოლოს ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა ჯერ კიდევ აპრილში მიიღო. მერე იყო ტრავმაც და მოკლედ, ორი აზრი არაა, გიორგი საუკეთესო კონდიციებში ვერ იქნება. დებიუტანტია ლაზარე კუპატაძე, რომელიც რეალურად მესამე კიპერის ფუნქციებს შეასრულებს. ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე კი, როინ კვასხვაძე ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მოსჩანს. “ტორპედოს” კაპიტანი ევროთასებზე საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და ნათელია, რომ კარგ ფორმაშია. თანაც, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას კარგა ხანია ნამდვილად არ უჩივის. თუმცა, პრობლემას აქაც ვაწყდებით – როინს სანაკრებო გამოცდილებით დაკვეხნა ნამდვილად არ შეუძლია, რადგან დღემდე 7 შეხვედრას იტევს და აქედან ბოლო ოფიციალური თამაში ზუსტად 4 წლის წინანდელით თარიღდება.

დაცვა

დაცვის ზახი ის რგოლია, რომელშიც ვაისს საფიქრალი თითქმის არ აქვს და შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად აქ ულხინს. ეს, ულაპარაკოდ, დაცვის ცენტრზე ითქმის. გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია, დავით ხოჭოლავა და ჯიმი ტაბიძე. გვარებიდანაც ჩანს, რომ ვაისს არჩევანი აქვს და უფრო კონკრეტულადაც გეტყვით:

გურამ კაშიამ “ვიტესი” დატოვა და ამერიკულ ლიგაში ირჯება. “სან ხოსეში” მიმდინარე სეზონში უკვე მოასწრო ექვსი სრულფასოვანი შეხვედრის ჩატარება და ორჯერ ტურის სიმბოლურშიც მოხვდა. მოკლედ, სათამაშო პრაქტიკის არქონას ნამდვილად არ უჩივის. იგივე ითქმის სოლომონ კვირკველიაზეც, რომელმაც პრემიერლიგაში 5-ჯერ ითამაშა შეუცვლელად და ერთხელ სუპერთასზე, სადაც გააძევეს. ჩინებულად დაიწყო სეზონი დავით ხოჭოლავასთვის, რომელიც “შახტარის” სასტარტო შემადგენლობაში სისტემატურად ხვდება. პრემიერლიგაში ექვსივე თამაში შეუცვლელად ჩაატარა და გოლიც გაიტანა (11 აგვისტოს, “ვორსკლასთან”). და, ჯიმი ტაბიძე, რომელიც რუსულ “უფაში” მუდმივად თამაშობს. “უფა” ხელწამოსაკრავი გუნდი სულაც არაა და აგერ, ევროპა ლიგის პლეი-ოფშიც თამაშობს. ქართველის აქტივში მიმდინარე სეზონში 8-ჯერ ითამაშა (სამჯერ რუსეთის ჩემპიონატში, 5-ჯერ ევროპა ლიგაზე).

რაც შეეხება ფლანგებს – ოთარ კაკაბაძემ “ხიმნასტიკში” ორი თამაში ჩაატარა შეუცვლელად და ნელ-ნელა ფორმაში შედის, ხოლო გიორგი ნავალოვსკი მინსკის “დინამოში” ერთი თვის წინ გადავიდა. ორჯერ ბელარუსის ჩემპიონატში ითამაშა, ერთხელ ევროპა ლიგაზე. ლატვიაში ლაშა შერგელაშვილი მუდმივად თამაშობს. სხვათა შორის, ის მხოლოდ გაფართოებულ შემადგენლობაში იყო და ტრავმირებული ლაშა დვალი ჩაანაცვლა, რომელიც პოლონეთში ასევე მუდმივად მოედანზეა.

ნახევარდაცვა, საყრდენი ზონა

ჯაბა კანკავა, ნიკა კვესკვესკირი, გიორგი აბურჯანია და ვაკო გვილია. ვაისს ცენტრალური ნახევარდაცვის დაკომპლექტება ზემოხსენებული ფეხბურთელებისგან მოუწევს. გვიალია, კვეკვესკირი და კანკავა თამაშობენ, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ იდეალურ ფორმაში არიან. გვილიას შვეიცარიის ჩემპიონატში უკვე გოლიც აქვს გატანილი. აი, რაც შეეხება აბურჯანიას, ესპანურ “ლუგოს” ახლახან შეუერთდა და ჯერაც ადაპტაციის პერიოდს გადის. თუმცა, ორჯერ შეცვლაზე თამაში მაინც მოუწია.

თავდამსხმელის უკანა ზონა

უთამაშებელი ფეხბურთელები აქაც არ გვყავს. ვაკო ყაზაიშვილი ორი კვირის წინ MLS-ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და დუბლიც მიითვალა. გიორგი მერებაშვილმა მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ 6 სექტემბრისთვსი მზად იქნება. ჯაბა ჯიღაური ფრანგულ “გრენობლში” ირჯება, თუმცა ჯერჯერობით, არაა მაინც და მაინც საურველ ფორმაში, ისევე როგორც გიორგი პაპუნაშვილი. მეტიც, ეს უკანასკნელი ლა ლიგა 2-ის საწყის ორ ტურში ოდენ ცვლილებაზე თამაშით კმაყოფილდება. გიორგი არაბიძეს “ნასიონალში” შანსი ერთხელ მიეცა და ბოლო წუთზე პენალტი ვერ გაიტანა. გასულ ტურში კი თადარიგში დარჩა.

სამაგიეროდ, გიორგი ჩაკვეტაძის გვეიმედება! 18 წლის ქართველი “გენტის” უცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და მთავარი მწვრთნელი მუდმივად ენდობა. გიორგი ყოველ თამაშში აქტიურია, თუმცა, ჯერჯერობით ოდენ ერთ საგოლე პასს გამორჩა და გოლი არ გაუტანია. მიუხედავად ამისა, გორგი "გენტის" ლიდერად ყალიბდება და გუნდში ძალიან დიდ ნდობას უცხადებენ. გვეიმედება ოთარ კიტეიშვილის. მას არ აქვს სანაკრებო გამოცდილება უხვად, მაგრამ გრაცის “შტურმს” ჩინებულად მოერგო და ბოლო ტურში საერთოდ დიდებული თამაში აჩვენა. ვნახოთ, რამდენი დრო დაეთმობა ოთარ ვაისისგან.

და ბოლოს, თორნიკე ოქრიაშვილი. საქართველოს ნაკრებისთვის ნამდვილად ფასდაუდებელი ფეხბურთელია და მისი თამაში ბევრ რამეს განაპირობებს. უბრალოდ ეგაა, რომ ოქრიაშვილმა ორი უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და ფაქტობრივად ბოლო 1 წელი საერთოდ არ უთამაშია. მართალია, “კრასნოდარის” მეორე გუნდში დაიტვირთა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. თანაც, ერთია მეორე გუნდში თამაში და მეორე, ასტანაში, უშუალო კონკურენტ, ხისტ ყაზახეთთან ხელოვნურ საფარზე. ეს შეიძლება დიდი პრობლემა გახდეს.

თავდასხმა

იგივე ითქმის ლევან მჭედლიძეც. ლევანს 2017 წლის აპრილის მერე ოფიციალურ შეხვედრაში არ უთამაშია. ეს ძალიან დიდი დროა. იტალიის ჩემპიონატში ჯერჯერობით ოდენ სათადარიგო სკამით იფარგლება და არავინ იცის, რამდენად იქნება 90 წუთის სათამაშოდ მზად. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ლევანი იდეალური ფორმისგან შორს უნდა იყოს.

3-თვიანი იძულებითი უქმობა ახლახან დაასრულა გიორგი ქვილითაიამ. ჯერ დუბლებში ითამაშა შედეგიანად, მერე მთავარ გუნდში, 87-ე წუთზე შევიდა მინდორზე და პირველივე შეხებით გამარჯვების გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა, არც ქვილითაიაა ჯერ ფორმის პიკზე მიუხედავად იმისა, რომ გოლი გაიტანა. თუმცა, ეს დამაიმედებელი ფაქტია. აქვეა ნიკა კაჭარავაც, რომელიც ერთადერთი ფორვარდია, რომელსაც ბოლო პერიოდში ტრავმა არ ჰქონია. თუმცა, პრობლემა აქაც არსებობს – კვიპროსის ჩემპიონატი ოდენ 4 დღის წინ დაიწყო და საუკეთესო კონდიციებში ვერ ხვდება სანაკრებო შეკრებას.

გაფართოებული შემადგენლობა

ლევან გეგეჭკორი, ალექსანდრე კობახიძე, ლუკა ზარანდია, საბა ლობჟანიძე, ბუდუ ზივზივაძე – ეს, იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც ნაკრების მთავარ სიაში იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ ვინმეს ტრავმას მიიღებს (რაც, იმედია არ მოხდება). ასეთ შემთხვევასთან უკვე გვქონდა საქმე და როგორც ზემოთ ვთქვით, ლაშა დვალი ლაშა შერგელაშვილმა ჩაანაცვლა.

ამჯერად თამაშგარეში

მართალია, ვაისმა თითქმის ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარა თავი, მაგრამ მაინც არიან ფეხბურთელები, რომელთა სიაში არყოფნა კითხვის დასმის უფლებას გვიტოვებს.

გიორგი ხარაიშვილი – შვედეთის ჩემპიონატში ბოლო დროს მართლაც გამორჩეულია და უკანასკნელ თვენახევარში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასიც შეასრულა. თუმცა, ამ ეტაპზე ვაისმა უყურადღებოდ დატოვა. მაგრამ, ორი აზრი არაა, რომ თუ გიორგი ასე გააგრძელებს, სანაკრებო კარი მისთვის სისტემატურად გაიღება.

ლაშა პარუნაშვილი – დანიურ “ესბიერგში” ერთ-ერთი ლიდერია. ივლისის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა, გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. მაგრამ, ერთია, ლაშას ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილება არ გააჩნია და ბუნებრივია, ვაისმა ვერ გარისკა ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში. სლოვაკს ახლა უფრო გამოცდილი ფეხბურთელები სჭირდება, ვიდრე მომავალზე გათვლილი პერსპექტივა.

გიორგი გაბედავა – ფორვარდების ტრავმიანობიდან გამომდინარე სავსებით რეალური იყო საჩხერის “ჩიხურას” ფორვარდის გამოძახება. 28 წლის ფეხბურთელს მართლაც კარგი სეზონი აქვს და ეროვნულ ლიგაში თავი 13-ჯერ გამოიჩინა. ერთხელ ევროპა ლიგაზეც გაიტანა. ხოლო მიმდინარე თვეში მის აქტივში სამი გოლია. მოკლედ, გაბედავა ფორმაშია, მაგრამ აქაც იმავე საკითხთან მივდივართ, რაზეც პარუნაშვილის შემთხვევაში ვისაუბრეთ – სანაკრებო გამოცდილების არქონა. როგორც ჩანს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

გიორგი მჭედლიშვილი – საქართველოს ნაკრებისთვის მარჯვენა მცველი პრობლემატური საკითხია. მართალია, ოთარ კაკაბაძე ჩინებულად ირჯება ბოლო 1 წლის განმავლობაში, მაგრამ ფაქტობრივად კონკურენციის გარეშეა. არადა, თანამედროვე ფეხბურთში კონკურენცია აუცილებელია. გიორგი მჭედლიშვილი ჯერ კიდევ საქართველოს ჩემპიონატში იყო გამორჩეულია და შემდეგ ხორვატიაში წავიდა. ამჟამად, იქაურ უმაღლეს ლიგას აჭაშნიკებს და არცთუ ურიგოდ. თუმცა, მჭედლიშვილს ვაისი არაფრით არ სწყალობს და ივნისის სპარინგებისთვისაც არ მიუწვევია გუნდში.

გიორგი ქიმაძე – იგივე სიტუაციაა მარცხენა ფლანგზე. ქიმაძემ ბოლო პერიოდში ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შედეგიანად ითამაშა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ქიმაძე “ტორპედოში” მარცხენა შემტევის ფუნქციებს ასრულებდა. ფაქტი კი, ერთია, რომ მჭედლიშვილისა არ იყოს, არც ქიმაძესთვის მიუცია ვაისს აქამდე შანსი და გასაკვირიც იქნებოდა, ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე რომ მიეწვია ეროვნულ გუნდში.

ავთო ებრალიძე – პორტუგალიის ჩემპიონატის მსგავს დონეზე ბევრი ფეხბურთელით ვერ დავიკვეხნით. თუმცა, ერთ-ერთია ავთო ებრალიძე, რომელიც პრიმეირა ლიგის ბინადარ “შავესში” თამაშობს და სამ ტურში შეუცვლელად ითამაშა. სხვათა შორის, ებრალიძეც თავდამსხმელია და ფორვარდათაც უთამაშია. თუმცა, ვაისი არც მას იცნობს. 26 წლის ფეხბურთელმა “ჯვაროსანთა” ღირსება ბოლოს 2014 წელს დაიცვა.

როგორც უნდა იყოს, ჩვენს მიერ ნახსენები ფეხბურთელები ვლადიმირ ვაისმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა აუცილებლად უნდა მოინიშნონ. საქართველოს ნაკრებს დასაკარგი და თამაშგარეში დასატოვებელი მოთამაშეები ნამდვილად არ ჰყავს. ამჯერზე ასეთია ვაისის ნუსხა და ვნახოთ, როგორი იქნება ერთი თვის შემდეგ, როდესაც ასევე ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართება.

ტრავმები

საქართველოს ნაკრებს ტრავმირებული ფეხბურთელები ახლაც ჰყავს. დანაკლისი რაოდენობრივად დიდი არაა, მაგრამ სამაგიეროდ, ხარისხის თვალსაზრისით მართლაც ასეა. ბოლოს გუნდს ლაშა დვალი გამოაკლდა, რომლის ჩანაცვლება ალბათ, პრობლემა არ იქნება, მაგრამ აი, დანარჩენ ორზე იგივეს ვერ ვიტყვით. გიორგი მაკარიძე, რომ არა ტრავმა, დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში მოხვდებოდა, ხოლო ჯანო ანანიძე რამხელა ძალაა საქართველოს ნაკრებისთვის, ვფიქრობ, ამას დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. ჩვენ ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია, ვისურვოთ და ვიმედოვნოთ, რომ ეს ბიჭები ოქტომბერში იქნებიან ვაისის განკარგულებაში.

სანამ საქართველოს ნაკრები შეიკრიბება, იქამდე ვაისის რჩეულებს თავიანთ კლუბებში ერთი უიქ-ენდის უკან მოტოვება მოუწევთ. "ჯვაროსნები" კი ორშაბათიდან მთელი ყურადღებით ერთა ლიგისკენ იქნებიან. ტურნირისკენ, რომელიც შანსია, რომელიც ჯეკპოტია...


კომენტარები (33)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:00 | 30.08.2018
ogafa (10220)

იმედია მოვიგებთ ყაზახეთში და მივაყოლებთ ყველას

22:21 | 29.08.2018
alfadhirhaiti (7530)

Dubligi23

არა მგონია აზერბაიჯანი ჯგუფიდან გავიდეს...

22:22 | 29.08.2018
mjgiri (8951)

კოსოვო ჩატოვებს მაგათ

22:26 | 29.08.2018
alfadhirhaiti (7530)

ბელორუსია კიდე ლუქსემბურგმა რო ჩატოვოს არ გამიკვირდება ეგენიც კაი ბეყეები არიან...

22:35 | 29.08.2018
mjgiri (8951)

ერთი ეგ ვერ გავიგე,მერე პლეი-ოფები ორ მატჩიანია? თუ კიდევ ერთი ჯგუფი იქნება,ოთხი გამარჯვებულისგან?

22:39 | 29.08.2018
alfadhirhaiti (7530)

ჯგუფი აღარ შეიქმნება

კენჭისყრა შედგება და პლეი ოფის ფორმატში გაგრძელდება ბრძოლა გამარჯვებისთვის
...

22:44 | 29.08.2018
mjgiri (8951)

ხო მაგრამ,2 თამაში იქნება პლეი-ოფში,გასვლაზე და სახლში,თუ რამე ნეიტრალურზე

22:49 | 29.08.2018
alfadhirhaiti (7530)

სახლი და გასვლა იქნება

აბა რა უნდა პლეი ოფს ნეიტრალურზე

შვედეთი და დანია როგორც გავიდნენ მსოფლიოზე ისე იქნება.

22:52 | 29.08.2018
mjgiri (8951)

ისე ჯგუფი რო მოვიგოთ და მერე პლეი-ოფი წავაგოთ სლეობა იქნება D-დივიზიონში გადავალთ უბრალოდ და იქ არაფრის მომგებები არ ვართ მგონია

22:40 | 29.08.2018
alfadhirhaiti (7530)

მესამე ადგილი თამაშდება კიდე

22:45 | 29.08.2018
mjgiri (8951)

თასი არი ?

22:18 | 29.08.2018
grande roma (633)

Veraferi ver gavige am erta ligaze ra ja dabaa es ra moigones iket italia poloneti portugalia ertada da pirvelze gasuli gadis europaze?? Da 2 gundi aseti gundebi ver gadia ? An belgia germanias xvdeba mgoni da ik ra xdeba vabshe ra principiaa es ra sirobaa

17:51 | 29.08.2018
mjgiri (8951)

realmadridfansandro
დედაშენი იყო ჩემთან მოსული და საშო დარჩა თავისი,წაიღებ? თუ არ წაიღებ და ძაღლებს გადავუგდებ

17:18 | 29.08.2018
salazar (1835)

ჭანტურაზეც დაგეწერათ.
ის, რომ ვაისმა კარი საბოლოოდ დაუხურა. ისიც დაწერეთ რატომ. ან არ დაწეროთ რავი.. ისედაც ყველაფერი ნათელია.

ესე როგორ უნდა გაიფარჩაკო კარიერა.. თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი იყო, თუ არა ყველაზე.

თაგვიზეც იგივეს ვიტყოდი. ფლანგზე ტექნიკური ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ არა ისეთი სწრაფი როგორიც თაგვია. მაგრად შეგვავსებდა. ხან ომი დაიწყო იმ ქალაქში, ხან ქურდები ფულს თხოვდნენ, თვითონაც ხელი ჩაიქნია.. ცოდოა რა.

17:22 | 29.08.2018
mjgiri (8951)

ჭანტურიას ტრავმა ქონდა

21:13 | 29.08.2018
levani82 (41682)

ჭანტურა ჯანმრთელიც რომ იყოს ვაისი მაინც არ დაუძახებს

14:56 | 30.08.2018
ogafa (10220)

მოიგოს და ნუ დაუძახებს დდდდდდდდდდდდ

17:14 | 29.08.2018
dubligi (1492)

მე ვფიქრობ 1 ადგილის შანსი საქართველო-65%
ყაზახეთი- 35%
მაგრამ კაი გავედით პირველზე? მერე? სამწუხაროდ მერე არანაირი ფავორიტები არ ვიქნებით ალბათ...ბელორუსია,მაკედონია, მალტა, აზერბაიჯანი, სომხეთი..ამ 5 დან 3 იქნება და რა ვი აბა...

22:22 | 29.08.2018
alfadhirhaiti (7530)

მაკედონია და სომხეთი ერთ ჯგუფშია.

17:27 | 29.08.2018
Shevche (15054)

პირველი შემადგენლობა თუ ჯანმრთელად გვეყოლა, ყველა მაგ გუნდთან ფავორიტი ვართ.

17:16 | 29.08.2018
mjgiri (8951)

არცერთი არ გვჯობია

17:13 | 29.08.2018
BEERTRANCE (97819)

აქ მაინც რო არ გაირჩევა სამკლავური არ შეიძლება?

17:12 | 29.08.2018
mjgiri (8951)

უნდა მოვიგოთ ბატონო ვლადიმირ

16:42 | 29.08.2018
levani82 (41682)

iceman

ლგბტ-ს მხარს რომ არ უჭერ(ანუ რაზეცაა საუბარი) ღრუზინი გამოდიხარ

16:18 | 29.08.2018
Shevche (15054)

"სლოვაკმა უარი თქვა ზაურ მახარაძის სამსახურზეც, რომელიც ლუგანსკის “ზორიაში” მუდმივად თამაშობს და რომელიც, ბოლოს მოედანზე გასულ უიქ-ენდზე იყო."

---------------------------------------------------------------
ფედერაციის გვერდმა დაწერა, რომ ფიფა მახარაძეს (და ვაჩიბერაძეს) ჯერ-ჯერობით არ აძლევს საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლებასო.
stripslashes((strlen('https://www.facebook.com/GeorgianFFofficial/posts/2166182976786241?comment_id=2166287486775790&reply_comment_id=2166289173442288)')>0?'(https://www.facebook.com/GeorgianFFofficial/posts/2166182976786241?comment_id=2166287486775790&reply_comment_id=2166289173442288)':'(https://www.facebook.com/GeorgianFFofficial/posts/2166182976786241?comment_id=2166287486775790&reply_comment_id=2166289173442288)'))
ასე რომ აქ ვაისი არაფერ შუაშია.

16:45 | 29.08.2018
levani82 (41682)

ერთ-ერთ სტატიაზე აბა სხვა რა მოგწერე? როცა ვიღაცას დავადანაშაულებთ ანუ ამ მხრივ ახალ აღებულიან პასპორტიანს ჯერ რეგულაციებში გარკვევა გვმართებს თამაში ეგრევე შეუძლია თუ არა. გოგიამაც ქართული პასპორტი რომ აიღოს ნაკრებში ეგრევე ვერ ითამაშებს

15:46 | 29.08.2018
TALEOFUS (15)

ერთია კიდევ,ყველა ყაზახეთთან არწაგებაზე ლაპარაკონს და ამ ლატვიას არავინ აგდებს სათვალავში და ვაითუ მართლა დადებით შედეგს მიაღწიეს ყაზახეთში და მერე თავში აუვარდათ და რამე მიქარეს ლატვიასთან სახლში.თან ეს ლატვიელებიც ჩუმად არიან ტურებივით)))

14:50 | 31.08.2018
ამიკო81 (83)

TALEOFUS (11) - მართალი ხარ. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლატვიელებს აქვთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება (2004) წელს და დებიუტის კვალობაზე ცუდადაც არ უთამაშიათ (გერმანიასთან 0:0, ჩეხეთთან 1:2, ჰოლანდიასთან 0:3) - გოლიც გაიტანეს და ქულაც აიღეს. თურქეთმა, მაგალითად 1996 წელს, მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ვერც ქულა აიღო და ვერც გოლი გაიტანა (პორტუგალიასთან 0:1, ხორვატიასთან 0:1, დანიასთან 0:3). თან მთელ ძალ-ღონეს ყაზახეთთან მატჩს შევალევთ და ასე არაქათგამოცლილები შევხვდებით ბევრად უფრო დასვენებულ ლატვიას, რომლებსაც ანდორასთან კაი ვარჯიში გამოუვათ, ჩვენგან განსხვავებით.

17:32 | 29.08.2018
sabonis (9584)

სწორი შენიშვნაა

15:36 | 29.08.2018
M.U2020 (223)

იქ თუ წავაგეთ და მთელი ქვეყნის მაშტაბით აქციები უნდა მოეწყოს რო ეს სპორტი აიკრძალოს.

15:39 | 29.08.2018
lagashi (6738)

არ ვიქნები განსაკუთრებულად ოპტიმისტი და ვიტყვი რომ გასვლაზე ლატვიასთან ან ყაზახეთთან, რომელიმესთან წაგება არ გამიკვირდება. ყველა საშინაო მატჩში მოგებას ველი, ხოლო გასვლებზე მოგება, ფრე, წაგება.

15:35 | 29.08.2018
M.U2020 (223)

კვასხვაძე იმედია კარში არ იქნება მაგარი ლაყე მეკარეა არც წყალია და არც ხვინო.

14:57 | 29.08.2018
lagashi (6738)

სიხარულიძე სადაა ნეტა, 27 წლის ასაკში რომ მოინდომა ექსპერიმენტები, მართალია ტრამვა მიიღო მაგრამ აქ რომ დარჩენილიყო იქნებ ასე არ გაწვალებულიყო მთლად. ძალიან მომეწონა ნაკრების ამხანაგურებში, პირველი ფორვარდი ნაღდად ვერ იქნებოდა ნაკრებში, მაგრამ ზამენაზე ღირდა მაგის მოსინჯვა, მით უმეტეს მჭედლო, ქვილითაია და კაჭარავა თითქმის ერთი სტილის ფორვარდები არიან, სიხარულიძე კი სულ სხვა ყაიდისაა, სხარტი და ერთ დარტყმაზე დაგეშილი.

14:55 | 29.08.2018
TALEOFUS (15)

ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ გამოვარდა ვიღაც და დავუსტვინოთ კაშიას და თამაშის საშუალება არ მივცეთო :/

22:51 | 29.08.2018
saqme (2310)

ვინც კაშიას დაუსვენს იმან ჯობია დედამისს დაუსვინოს...არ შეივეს ცერა tიtი...

14:19 | 29.08.2018
rigeli (1147)

ისე -კორბენ პირველი გაგორება იაგანი მირჩევლია ყველას

14:10 | 29.08.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

სექტემბერში რომ ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ, ეგ დაახლოებით იგივეა ნარდში რომ პირველი სამი გაგორება დუშაში, დუბეში და დორჩარი მოგივიდეს - ფაქტიურად საქმის ნახევარზე მეტი მოყომარებული იქნება

14:00 | 29.08.2018
rigeli (1147)

რატომ არის ჩვენს ნაკრებში ყოველთვის ყველაფერი არეული-დარეული რატომ არ არის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ნაკრებში ეროვნული ჩემ.....ს ლიდერი გუნდიდან არ ერტი ფეხ....ლი ტორპედოდან რატომ არ არის ქიმაძე გეგეჭკორი კობახიძე /გაფარტოებული და სიაფანტი სია არ ვიცი მე / ზატო გამოძახელია სკამზე ჯდომიტ გაცვეტილი ტრუსიკებიტ ოქრუაშვილი----მჭედლიძე---მოგზაური ნავალოვსკი და ა. შ. დასკვნა ერტია ---უნდა ტამაშობდე დ ი ნ ა მ ო შ ი და რომ შენი გაყიდვით ფიფიამ ფული იშოვოს

04:37 | 30.08.2018
Shevche (15054)

ზოგადად, დინამოს თითქმის ყოველთვის ტორპედოზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავდა და ამიტომაც ხვდებოდნენ დინამოდან უფრო მეტი ფეხბურთელები ნაკრებში.
დღეს კი ფაქტია, რომ ტორპედოდან გამოძახებულია ფეხბურთელი(კვასხვაძე) ნაკრებში და დინამოდან - არა.

13:56 | 29.08.2018
BEERTRANCE (97819)

კვასხვაძე ვარსკვლავებს არ წყვიტავს, მარა ევროტურნირებზე არაუშავდა ჯერჯერობით

13:41 | 29.08.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

tamazi -რატოა კვასხვაძე ცუდი? ლუდოგორეცთან ძან მაგარი ბურთი აიღო. ტორპედო თუ უვარგისი გუნდია, რა მისი ბრალია ეგ

14:49 | 29.08.2018
iceman (2988)

კუკეშთანაც რამდენიმე მაგარი ბურთი აიღო და მეკარეებიდან ყვალზე კარგ ფორმაშია, თუმცა კლასი მაინც ლორიას მეტი აქვს. ნაკრებში მახსოვს და მაინდამაინც არ მომწონს კვასხვაძის თამაში

13:25 | 29.08.2018
tamazi(torpedo) (108)

თუ კვასხვაძე ჩადგა კარში,მაშინ ჩვენ დაცვას უპირველესი ამოცანა იქნება კარში არ დაარტყმევინონ მოწინააღმდეგებს ნებისმიერ ადგილიდან,თორემ 3-დარტყმიდან ორი გოლი იქნება,მე ქუთაისელი კაცი ვარ,მაგრამ ასეთი სუსტი მეკარე ტორპედოში მე არ მახსოვს მოყოლებული 60-ანებიდან, მე არ ვიცი ამ კაცს როგორ აყენებენ ნაკრების კარში,თუ იმას ეყრდნობიან,როგორ აიღო ფარჩაკი დარტყმული პენალტი დინამოსთან და ისიც არ აუღია,არამედ შემთხვევით ფეხში მოხვდა.

13:36 | 29.08.2018
irakli111 (373)

ეგეთი ცუდიც არაა ზედმეტად ცუდად აღწერე ევროთასებზე ეგ რო არ ყოლოდა ტორპედოს კუკესს ვერ გაცდებოდა და ლუდოგორეცთანაც 0-3 ს წააგებდა

13:34 | 29.08.2018
iceman (2988)

ალბათ ღადაობ ევროპა ლიგას მაინც არ უყურებ?კვასხვაძე საქართველოს ჩემპიონატში რევიშვილის მერე საუკეთესოა და დღევანდელი ფორმის გათავლისწინებით საერთოდ ყველას ჯობია.

14:47 | 29.08.2018
iceman (2988)

თუმცა იმაში გეთანხმები რომ ნაკრებში მაინც არ ღირს მისი დაყენება ლორიამ შეიძლება 1 უპატიებელი შეცდომა დაუშვას მაგრამ ამასთანავე რამდენიმე მკვდარ ბურთსაც აუცილებლად იღებს ხოლმე, მაშინ როცა კვასხვაძე ნაკრებში მაინდამაინც დამაჯერებელი არაა

13:23 | 29.08.2018
laciosErtguli (3640)

ამ ეტაპზე ეს მოჩანს რეალური თერტმეტეული.

13:22 | 29.08.2018
laciosErtguli (3640)

კვასხვაძე - კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი - გვილია, კანკავა(კაპ.) - ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი - ქვილითაია.

14:04 | 29.08.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

+++++++++++ ყველაზე ოპტიმალური მგონია მეც

13:17 | 29.08.2018
irakli111 (373)

Erovnuli-Nakrebi
გეთანხმები ყველაფერში და იმედი მაქვს მეც რო ბოლომდე შეძლებს პროსტა ხო იცი ქართველების ამბავი და ცოტა შიში მაინც მაქვს

13:06 | 29.08.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

ისე ამ თამაშბზე ოფიციალური თამაში ჩვენ არ გვქონია რაის ამხანაგური

12:59 | 29.08.2018
irakli111 (373)

მე ერთი საკითხსი მადარდებს - ჩაკვეტაძე. გუნდში თითქმის სულ 90 წუთს თამაშობს ჩემპიონატში ამას ემატება ევროპა ლიგა სადაც ადევე 90 წუთს თამაშობს და დუამატე ნაკრები სადაც უკუნკორენტოა და დიდი ალბათობით აქაც სშუალოს 80 წუთს მაინც ითამაშებს.18 წლის ბიჭისთვის ზედმეტი ხო არაა ამხელა დატვირთვა?იმედია არ გადაიწვება,ალბათ გახსოვთ ყენია მსგავსი სიტუაცია იყო

23:40 | 29.08.2018
sabonis (9584)

ყენია არ გადამწვარა კოჭის ტრამვა მიიღო და ვეღარ განიკურნა მაგისგან.

13:06 | 29.08.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

ეხლა თუ არ ითამაშა, მერე ძან ძნელი იქნება რა

13:06 | 29.08.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

თან ამ ასაკის ფეხბურთელები ამაზე დიდ დატვირთვებზე თამაშობენ

13:05 | 29.08.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)


არ იყო მსგავსი სიტუაცია. ყენია როცა ბავშვი იყო და ვარჯიშს იწყებდა, ქვეყანაში იყო ქაოსი და არცერთი მაგ დროს გაზრდილი ფეხბურთელი ფიზიკურად არ იყო ძლიერი. იყვნენ სუსტები. ჩაკვეთაძეს ეს არ ეხება. გენტში მუდმივად აკვირდებიან ფიზიკურ მონაც3მებს და იმის.მიხედვით ათამაშებენ. კენტი ფოთის კოლხეთი, ან სამგურალი ხომ არ არის

13:04 | 29.08.2018
mjgiri (8951)

არა.საზენო მხოლოდ დაიწყო და მისთვის საჭიროა თამაში

12:57 | 29.08.2018
XoMe (1384)

კვასხვაძე უნდა დადგეს ჩემი აზრით... ეს ეტაპი როგორ ვერ უნდა დავძლიოთ : ))) რა ყაზახეთი და ანდორა თუ ძმა ხარ და რა ასტანა : )))

12:38 | 29.08.2018
iceman (2988)

ვფიქრობ მოგება რეალურია თუმცა ფრითაც კმაყოფილი ვიქნები რადგან ისე ნამდვილად არაა ზოგი რომ თვლის გადავუვლითო. ჯერ ერთი გასვლაზე რომ გვიჭირს თამაში არახალია, თან ყაზახეთის ნაკრების უმეტესობა ასტანა და კაირათიდანაა და უკეთეს გუნდებში არც ჩვენ გვყავს ბევრი ფეხბურთელი.რეალურად თუ შევხედავთ ასტანაზე ცალსახად უკეთეს გუნდში სულ 2 ფეხბურთელი გვყავს კვერკველია და ხოჭოლავა

12:59 | 29.08.2018
mjgiri (8951)

საქართველოს ნაკრები ამ მხრივ დაბალანსებულია,ნუ გასვლა/სახში თამაშის მხრივ.იგივე ავსტრიაში,სერბეთში,უელსში-ჩვენმა გუნდმა უფრო კარგი თამაში აჩვენა,ვიდრე ამ მოწინააღმდეგებთანვე თბილისში.

12:38 | 29.08.2018
რაჭა (10043)

ეს შემადგნლობა ამ ეტაპს წარმატებით გაივლის, ერთადერთი - სანდო მეკარეა პრობლემა

12:08 | 29.08.2018
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

ანანიძე როდის ბრუნდება

11:59 | 29.08.2018
sabonis (9584)

მე ფიზ მომზადების კუთხით მეშინია, ბოლოსკენ არ წაიქცნენ.

12:35 | 29.08.2018
iceman (2988)

ხო ეგ პრობლემაა მაგრამ კარგია რომ ზამენაზეც ძლიერი იგროკები გვყავს

11:46 | 29.08.2018
qomagi (1575)

გეთანხმები, ამ შემადგენლობაში ყველაზე სუსტი რგოლი მეკარეა.

11:23 | 29.08.2018
lagashi (6738)

მომკალით და მეკარეების ამბავი არ მომწონს.

12:36 | 29.08.2018
რაჭა (10043)

ჰო, კარი ცარიეია....

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124157