ფეხბურთი

16:49 | 28.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსთან" კრიშტიანუ რონალდუს გოლი საუკეთესოდ აღიარეს (+VIDEO)

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს გატანილი გოლი სწორედ „იუვენტუსის“ კარში, 2017-2018 წლების სეზონში უეფამ საუკეთესოდ დაასახელა.

გასულ სეზონში, რონალდუმ „რეალის“ მაისურით ტურინში „ბებერ ქალბატონს“ „მაკრატელა“ დარტყმით ისეთი ლამაზი გოლი გაუტანა, რომ იტალიელი გულშემატკივრებისგან აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

„მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. არასდროს დავივიწყებ ამ მომენტს, განსაკუთრებით, „ალიანც სთედიუმზე“ მყოფი გულშემატკივრების რეაქციას“, - დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.

გამოკითხვაში მონაწილეობა 346.915 ადამიანმა მიიღო და თითქმის 200 ათასი ხმა კრიშტიანუს ერგო. მეორე ადგილზე გავიდა დიმიტრი პაიეს გოლი, რომელიც ევროპა ლიგაზე „ზალცბურგს“ გაუტანა, ხოლო მესამე პოზიცია ევა ნავაროს ხვდა წილად გოგონათა შორის, ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატზე გატანილი გოლისთვის.

აქვე გეტყვით, რომ 2017 წლის საუკეთესო გოლიც უეფას ტურნრებში „რეალი“ – „იუვენტუსის“ შეხვედრაში გავიდა, ოღონდ მაშინ იტალიელთა რიგებიდან მარიო მანჯუკიჩმა გაიტანა „მაკრატელა“. რონალდუ კი მიმდინარე ზაფხულს „რეალიდან“ სწორედ „ბებერ ქალბატონში“ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109042