ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო ფეხბურთში ბრუნდება. Cadena Ser-ის ინფორმაციით, “ფენომენი” ესპანეთის ლა ლიგის ბინადა “ვალიადოლიდის” შეძენასთან ერთ ნაბიჯშია.
გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რონალდო კლუბის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდის და უმთავრესი აქციონერი გახდება. კარლოს სუარესი კი აღმასრულებელი დირექტორის პოსტს შეინარჩუნებს.
აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები კარგა ხნის წინ დაიწყო და ახლა წარმატებით დასრულდებასთან ახლოსაა. რონალდომ მექსიკელი ბიზნესმენის ერნესტო ტინახეროს კონკურენცია დაძლია.
შეგახსენებთ, რომ “ვალიადოლიდი” ლა ლიგაში ახალი გადასულია და ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს მოპოვებული.