ლივერპულის “ევერტონის” ლიდერი რიჩარლისონი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. როგორც “პენტაკამპეონთა” ტვიტერის გვერდი იტყობინება, 21 წლის ფეხბურთელი ტიტემ “ფლუმინენსეს” წევრ პედროს ნაცვლად გამოიძახა, რომელსაც ტრავმა აქვს.
რიჩარლისონი ბრაზილიის ეროვნულ გუნდში პირველად მიწვიეს. ისე კი, 20 წლამდე ნაკრებში 10 თამაში აქვს ჩატარებული და 3 გოლი გაიტანილი. ახალგაზრდა შემტევი მიმდინარე ზაფხულს “ევერტონში” გადავიდა და სეზონი ჩინებულად დაიწყო – პრემიერლიგის სამ შევხედრაში ამდენივე გოლი აქვს გატანილი.
ბრაზილიის ნაკრები კი, 8 სექტემბერს, აშშ-ს, ხოლო ოთხი დღის შემდეგ სალვადორს დაუპირისპირდება.