ფეხბურთი

11:22 | 28.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ვოლფსბურგის" ფეხბურთელმა LGBT სამკლავურის გაკეთებაზე უარი თქვა

გერმანული “ვოლფსბურგის” ფეხბურთელმა იოსიპ ბრეკალომ ბუნდესლიგის პირველ ტურში “შალკესთან” დაპირისპირებისას, ცისარტყელას ფერებში შემოსილი კაპიტნის სამკლავურის გაკეთებაზე უარი თქვა, რაც LGBT პირების სოლიდარობასა და მხარდაჭერას ითვალისწინებს.

“მე გავიზარდე ძალიან რელიგიურ ოჯახში. ყველას თავისი ცხოვრება და გზა აქვს, თუმცა მე არ მინდა გავიკეთო სპეციალური სიმბოლო, რომელიც ჩემს ქრისტიანულ მსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება”, - განაცხადა 20 წლის ხორვატმა.

საინტერესოა, რომ “ვოლფსბურგს” ხსენებულ შეხვედრაში ჯოშუა გულავოგიმ უკაპიტნა, რომელმაც ფერადი სამკლავური მოირგო. ბრეკალომ კი მოედანზე 86 წუთი გაატარა.

0.115277