მადრიდის “რეალმა” მიმდინარე ზაფხულს შეძენილი ანდრეი ლუნინი გაანათხოვრა. 19 წლის ნიჭიერი უკრაინელი მეკარე დამდეგ სეზონს იჯარის წესით “ლეგანესში” გაატარებს, რომლის 99-ნომრიანი მაისური უკვე მოირგო.
ლუნინი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეკარედ მიიჩნევა და “სამეფო კლუბმა” “ზორიადან” გაიფორმა. უკრაინელს მადრიდულ გრანდთან 6-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.
თუმცა, ამჟამად “რეალში” მეკარის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. ხულენ ლოპეტეგის განკარგულებაში კეილორ ნავასი, ტიბო კურტუა და კიკო კასილია არიან.