ფეხბურთი

23:40 | 27.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

რუდი “შალკეში” ითამაშებს

მიუნხენის “ბაიერნის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი სებასტიან რუდი, კარიერას “შალკე 04”-ში განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია გელზენკირხენული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

28 წლის ჩამშლელმა ნახევარმცველმა “ხუმარებთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო “ბაიერნი” მის სანაცვლოდ 16 მილიონ ევროს მიიღებს.

რუდი მიუნხენურ გრანდს გასულ ზაფხულს “ჰოფენჰაიმიდან” შეუერთდა. მან “რეკორდმაისტერის” რიგებში 35 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. სებასტიანს გერმანიის ნაკრების მაისურით 25-ჯერ უთამაშია და 1 გოლი აქვს გატანილი.

0.113211