ფეხბურთი

19:14 | 27.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე შესაძლოა საფრანგეთში დასაქმდეს

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი მწვრთნელი ანტონიო კონტე „ბორდოს“ თავკაცობის ერთ-ერთი კანდიდატია. აღნიშნულ ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, თუ ჟირონდელებმა ტიერი ანრისთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაშინ კონტესა და მისი თანამემამულის, კლაუდიო რანიერის კანდიდატურებს განიხილავენ.

ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. უცნობია კონტეს პასუხიც, რომელიც ამჟამად სამშობლოში ატარებს თავისუფალ დროს. საინტერესოა, რომ იტალიური მედია ანტონიოს „მილანსაც“ უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ „ბორდოს“ ხელმძღვანელობამ გუსტავო პოიეტი კონფლიქტის გამო სამსახურიდან დაითხოვა. ურუგვაელმა კლუბის შეფები გაეტან ლაბორდეს „მონპელიეში“ გაყიდვის გამო გააკრიტიკა.

0.113973