ცნობილი ინგლისელი ფორვარდი მაიკლ ოუენი წარსულ იხსენებს და ამბობს, რომ ფეხბურთი სძულდა. 2001 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის განცხადებით, მოედანზე თავის თავს ვერ სცნობდა.
“როდესაც ტრავმა პირველად მივიღე, ფაქტობრივად ჩემი კარიერა იქ დასრულდა. ერთი სული მქონდა თამაშს როდის დავანებებდი თავს. ბოლო 7 სეზონიდან ექვსის განმავლობაში ფეხბურთი მძულდა. მოედანზე როდესაც გავდიოდი, მე არ ვიყავი”, - განუცხადა ოუენმა Bთ შპორტ-ს.
შეგახსენებთ, რომ მაიკლ ოუენმა “ლივერპულში”, “რეალში”, “ნიუკასლსა” და “მანჩესტერში” ითამაშა. 2001 წელს, “ოქროს ბურთიც” მოიგო, მაგრამ 2006 წლიდან ტრავმები სტანჯავდა. კარიერა კი 2013 წელს დაასრულა.