ლეგენდარული ფეხბურთელი პოლ გასკოინი პოლიციამ დააკავა. 51 წლის ინგლისელს ბრალი ძალადობაში ედება. აღნიშნულ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
გასკოინს პოლიციაში ქალმა უჩივლა, რომლის მტკიცებითაც ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა მასზე სექსუალური სახის ძალადობა სცადა.
სამართალდამცავები აღნიშნულ ფაქტს იძიებენ, თუმცა გამოძიების დასრულებაქმდე პოლი სახლში გაუშვეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისელს მსგავსი ხასიათის პრობლემები არაერთხელ ჰქონია. ისიც ცნობილია, რომ ხშირად ეტანება ალკოჰოლს, რომლისთვის თავის დანებება და მკურნალობა არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
linkin-park (1845)..მეც მაგი ვთქვი,სერ შონი თუა სერ ალიკა არ არიიის,,თუ ნაკლებად პოპულარულია,ან თუ სერი არ არისDDDD
აუ რა სტატიების წერა დაიწყეთ უკვე
სუ გაგიუფერულდათ საიტი და ესღა გაკლდათ ახლა ტოპ 10 ის და ტოპ მილიონის წერები ზუსტად
ჯერ ერთი იქ შონ კონერის გარდა სერ ალექსიცაა