ფეხბურთი

10:52 | 27.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"კიევოს" ფეხბურთელმა გოლი დავიდე ასტორის მიუძღვნა

იტალიის სერია A-ს მეორე ტურში ფლორენციის “ფიორენტინამ” ვერონას “კიევოს” 6:1 მოუგო. ვერონელთაგან ერთადერთი გოლი ნენად ტომოვიჩმა გაიტანა, რომელიც 2012-2017 წლებში სწორედ “ფიორენტინას” ღირსებას იცავდა.

ტომოვიჩმა გატანილი გოლი არ აღნიშნა და მეტიც, “იების” აწ გარდაცვლილ კაპიტანს, დავიდე ასტორის მიუძღვნა. ტომოვიჩმა ყოფილი თანაგუნდელის საპატივცემულოდ ხელები მაღლა აღმართა და თითებით 13 გამოსახა (ასტორის სათამაშო ნომერი – რედ).

აღნიშნული ჟესტი ადგილობრივმა პუბლიკამაც მოიწონა და სერბი მცველი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.

შეგახსენებთ, დავიდე ასტორი მიმდინარე წლის მარტში უდინეს ერთ-ერთ სასტუმროში, “უდინეზე” – “ფიორენტინას” მატჩის წინა დღეს გარდაიცვალა.

0.122156