ფეხბურთი

2:59 | 27.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ანორთოსისმა" პირველ ტურში ბექა მიქელთაძის გოლით მოიგო (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის 2018-2019 წლების სეზონი დაიწყო. ეს ჩვენთვის საინტერესო ფამაგუსტას "ანორთოსისის" გამოა, რომლის ღირსებას ორი ქართველი თავდამსხმელი, ბექა მიქელთაძე და ნიკა კაჭარავა იცავენ. ფამაგუსტელებმა პირველ ტურში სტუმრად "დოქსას" მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოუგეს.

სასიხარულოა, რომ ეს ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი ჩვენებურმა შეაგდო - ბექა მიქელთაძემ. ახალგაზრდა ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 56-ე წუთზე, ბერლინის "ჰერტას", "ჰამბურგის", "აუგსბურგისა" და სერბეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, გოიკო კაჩარის ნაცვლად გამოჩნდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი კი, 82-ე წუთზე გაიტანა.

მიუნხენის "ბაიერნისა" და ხორვატიის ნაკრების ყოფილმა წევრმა დანიელ პრანიჩმა ჩინებული პასით მოამარაგა ქართველი შემტევი, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და თავზე გადაუგდო ბურთი.

ითამაშა ნიკა კაჭარავამაც, თუმცა, მინდორზე ოდენ 85-ე წუთზე გამოჩნდა. კაჭარავას "ანორთოსისში" მაღალი დონის კონკურენტი ჰყავს, სლოვაკეთის ნაკრების ფორვარდი მიხალ დურიში. იმედია, შეძლებს ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას.

0.127652