გერმანიის ბუნდესლიგის პირველი ტური ორი შეხვედრით დასრულდა. გამორჩეულ ინტერესს “სიგნალ იდუნა პარკზე”, “დორტმუნდისა” და “ლაფიციგის” შეხვედრა იწვევდა.
ბევრი დაძაბულ ბრძოლას ელოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მასპინძლებმა უფრო მეტად მოინდომეს და დამაჯერებელი შედეგიც აჩვენეს. ლუსიენ ფავრის დებიუტი კი “ბორუსიას” თავკაცის პოსტზე ჩინებული გამოვიდა. არადა, “ლაიფციგისთვის” ყველაფერი დიდებულად დაიწყო. უკვე პირველივე წუთზე ფრანგმა ოგუსტინმა მოახერხა ანგარიშის გახსნა. თუმცა, ეს იყო და ეს. მერე, “დორტმუნდმა” საქმეს ხელი სერიოზულად მოჰკიდა და უკვე პირველივე ტაიმში შეიქმნა კომფორტული უპირატესობა.
მაჰმუდ დაუდის გოლს, მარსელ ზაბიცერის ავტოგლი მოჰყვა, ხოლო ტაიმის მიწურულს აქსელ ვიტსელმა ახალ გუნდში დებიუტი გოლით აღნიშნა. შეხვედრას წერტილი 90-ე წუთზე მარკო როისმა დაუსვა – 4:1.
მეორე თამაშში კი “მაინცმა” “შტუტგარტი” მატჩის მიწურულს უჯას გატანილი გოლით დაამარცხა და სეზონი 3 ქულით გახსნა.
“მაინცი” – “შტუტგარტი” 1:0 (0:0)
მაინცი, “ოპელ არენა”
მაყურებელი: 28 705
“მაინცი” (4-4-2): მიულერი; ბროზინსკი, ბელი, ნიახატე, მარტინი; დე ბლასისი, გბამინი (კუნდე 42), ბაკუ, ჰოლტმანი (ონისივო 89); ქუაისონი, მატეტა (უჯა 67)
მწვრთნელი: სანდრო შვარცი
“შტუტგარტი” (4-4-2): ცილერი; მაფეო, პავარი, ბადშტუბერი, ინსუა (სოსა 84), გენტნერი, ასკასიბარი, კასტრო, ტომი (აკოკო 81); გომესი, გონსალესი (დიდავი 59)
მწვრთნელი: ტაიფუნ კორკუტი
გოლი: 1:0 უჯა (76)
გაფრთხილება: ჰოლტმანი (63) – ასკასიბარი (79), სოსა (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 12 (3) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 3:1
მსაჯი: დანიელ სიბერტი
“დორტმუნდი” – “ლაიფციგი” 4:1 (3:1)
დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”
მაყურებელი: 80 365
“დორტმუნდი” (4-3-3): ბურკი; პიშჩეკი, დიალო, აკანჯი, შმელცერი (გუერეირო 87); ვიტსელი, დაუდი, დელანი; პულიშიჩი (სანჩო 77), ფილიპი (ვოლფი 70), როისი
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
“ლაიფციგი” (4-4-2): გულაში; კლოსტერმანი, უპემეკანო, კონატე, სარაჩი; ზაბიცერი (ვერნერი 46), დემე (ბრუმა 85), კამპლი, ფორსბერგი; პოულსენი, ოგუსტინი (კუნია 72)
მწვრთნელი: რალფ რანგნიკი
გოლები: 0:1 ოგუსტინი (1), 1:1 დაუდი (21), 2:1 ზაბიცერი (40, ა.გ), 3:1 ვიტსელი (43), 4:1 როისი (90)
გაფრთხილება: დიალო (68), დაუდი (75) – უპემეკანო (7), სარაჩი (23)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 10 (7) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 7:9 თამაშგარე: 4:4
მსაჯი: დენიზ აიტეკინი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბარემ აგერ ჩემი მეზობელი წაიყვანეთ როსელ, 2 მეტრაზე მეტია მაინც სიმაღლეში და გრძელი ხელები აქვს....არ გააწყალეს გული კაცო
ვიცი აგენის ამბავი, საბოლოო ჯამში ვალდესზე დებილს მოიყვანენ
ჩინგრინსკი დაიბრუნეთ და კარში ჩააყენეთ
ამათმა რომ არ განერვიულონ ისე ხომ არ შეუძლიათ.
ისე იზავენ ვალდესი გაგვიხდება სანატრელი.
ტერ შტეგენი მოიყვანეთ---ვის რად გინდათ 30წლის განუვითარებელი მეკარე
არ გაუშვებენ ვალდესს არააააა
an espaneli an dzadzamiavo
.
an espaneli an dzadzamiavo
.
დღეს ლაციო-იუვეა რატომ არაფერს წერთ წინასამატჩოდ?!
ეს მალიორკაში ძაან მაგარი იყო და ზოგადად არ არის ცუდი მეკარე!! პროსტა ვალენსიაში ვერ ითამაშა.
ისე გუაიტა კაი ვარიანტია, ვალენსიას დიეგო ალვეშიც კარგი მეკარე ყავს და ცოტა მაყუთსაც გააკეთებენ.
მაღირსეთ ნორმალური მეკარე
შტეგენი თუარ მყოავთ,მართლა ამ რეინას მოყვანას მაინც ვალდესის დარჩენა ჯობს
ან ტერ შტეგენი ანდა დარჩეს ვალდესი
კაი ვეტყვი და დატოვებენ ვალდესს

და გამოადგება ბარსელონას ეს მეკარე 44 გოლი აქვს გაშვებული წელს