სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:55 | 26.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

რომან აბრამოვიჩი "ჩელსის" გაყიდვას ცდილობს

ლონდონის “ჩელსის” შესაძლოა მფლობელი შეეცვალოს. Times-ის ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩმა კლუბის გაყიდვა გადაწყვიტა და უკვე დაუკავშირდა ამერიკულ კომპანია Raine Groups-ს, რომ მოლაპარაკებებში შუამავლის როლი ითამაშოს.

ბოლო პერიოდში აბრამოვიჩს ინგლისში პრობლემები შეექმნა. მათ შორის შედის მასში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, “სტემფორდ ბრიჯის” რეკონსტრუქციის პროექტი შეჩერდა.

ბრიტანული მედიის ცნობით, უკანასკნელ პერიოდში აბრამოვიჩმა ორი წინადადებაც მიიღო კლუბის გასხვისებასთან დაკავშირებით, მაგრამ ორივე უარყო. ერთი იყო ამერიკული კომპანია Lake Partners, ხოლო მეორე ჯიმ რატკლიფი იყო, რომელმაც 2 მილიარდი გირვანქა სტერლინგიც შესთავაზა, მაგრამ რუსი ოლიგარქისგან თანხმობა ვერ მიიღო. ახლა კი, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა – აბრამოვიჩი ასეთ წინადადებას დათანხმდება.

აქვე გეტყვით, რომ რომან აბრამოვიჩმა “ჩელსი” 2003 წელს 140 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა. განვლილ 15 წელიწადში ლონდონელებმა 5-ჯერ მოიგეს პრემიერლიგა, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ ევროპა ლიგა და ინგლისის ლიგისა და ასოციაციის თასები საერთო ჯამში რვაჯერ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113179