ფეხბურთი

16:40 | 26.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" პაკო ალკასერს იჯარით დაიმატებს

"დორტმუნდი" "ბარსელონას" თავდამსხმელს პაკო ალკასერს იჯარის წესით დაიმატებს. აღნიშნული ინფორმაცია Kicker-მა გაავრცელა. გერმანელები ერთწლიან იჯარაში ორ მილიონ ევროს გადაიხდიან და 2019 წელს ესპანელის გამოსყიდვა 26 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსელონამ" ორი მატჩი ჩაატარა და ალკასერმა ორივე შეხვედრა გამოტოვა. პაკო "ბლაუგრანამ" 2016 წელს "ვალენსიადან" დაიმატა. გასულ ორ სეზონში პაკომ 50 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104555