ფეხბურთი

15:05 | 26.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედი" მარსიალს 112 მილიონად გაყიდის

"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა შემტევი ანტონი მარსიალი 112 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გაყიდოს. აღნიშნული ინფორმაცია Daily Star-მა გაავრცელა. ჟოზე მოურინიოს გუნდის გაძლიერება სურს და კლუბის დირექტორს ფეხბურთელის გაყიდვა მოსთხოვა.

"წითელმა ეშმაკებმა" მარსიალი 2015 წელს "მონაკოდან" 60 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს. მას შემდეგ ანტონიმ ინგლისური კლუბის რგებში 137 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 36 გოლი და 26 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 65 მილიონი ევროა.

0.115358