ფეხბურთი

14:32 | 26.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

პავარი შესაძლოა "ლივერპულში" გადავიდეს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "შტუტგარტის" მცველი ბენჟამენ პავარი შესაძლოა "ლივერპულში" გადავიდეს. როგორც The Mirror-ი იუწყება, "მესისაიდელებს" სურთ 22 წლის ფეხბურთელი 35 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატონ. ჯერჯერობით გერმანული კლუბის პოზიცია უცნობია.

პავარმა პროგრესი გასულ სეზონში განიცადა, როდესაც ბუნდესლიგაში 34-ვე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და მცველმა მხოლოდ ორი ყვითელი ბარათი მიიღო. ასევე, მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდიე დეშამმა ბენჟამენი წაიყვანა და მუნდიალზე მხოლოდ მთავარმა მწვრთნელმა მხოლოდ დანიასთან მატჩში დაასვენა.

საბოლოოდ, საკლუბო დონეზე ასპარეზობის შემდეგ პავარის სატრანსფერო ღირებულება 3.5-დან 30 მილიონ ევრომდე გაიზარდა და მუნდიალის მოგების შემდეგ ფრანგი 40 მილიონ ევროდაა შეფასებული.

0.120836