ფეხბურთი

14:00 | 26.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონი" ჩემპიონთა ლიგის ერთ შეხვედრას მაყურებლების გარეშე ჩაატარებს

"ლიონი" ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩს მაყურებლების გარეშე ჩაატარებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უეფას სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო.

გასულ სეზონში ევროპა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში ფრანგულმა გუნდმა ცსკა მიიღო, მასპინძელთა გულშემატკივრებმა კი პიროტექნიკა გამოიყენეს და მოედანზე სხვადასხვა ტიპის საგნები ისროლეს.

"ლიონმა" გასული სეზონი საფრანგეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062496