ფეხბურთი

12:15 | 26.08.2018 | ნანახია NaN - ჯერ

ლეონარდო ბონუჩი და ორად გაყოფილი "ალიანც სთედიუმი"

ლეონარდო ბონუჩიმ „იუვენტუსში“ დაბრუნების შემდეგ ტურინში პირველად ითამაშა. ეს დიდი ინტრიგა იყო - როგორ შეხვდებოდა ადგილობრივი პუბლიკა ლეოს?

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ბონუჩიმ „ალიანც სთედიუმი“ შუაზე გახლიჩა: ტიფოზების ერთი ნაწილი მას ტაშით დახვდა, ხოლო მეორე ნაწილი - სტვენით. ალბათ, იტალიელი მცველი ისევ დაიბრუნებს „იუვეს“ ქომაგთა სიყვარულს, მაგრამ „ლაციოსთან“ შეხვედრაში ნაწილმა ის სიხარულით არ მიიღო.

„ბებერმა ქალბატონმა“ კი დედაქალაქური მეტოქე 2:0 დაამარცხა, ბონუჩიმ 90 წუთი დაჰყო მოედანზე.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.06957