ფეხბურთი

1:50 | 26.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის საგოლე პასი ავსტრიის ბუნდესლიგაში (+VIDEO)

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგას ნელ-ნელა უშინაურდება. ქართველმა შემტევმა ბუნდესლიგის მეხუთე ტურში "ვოლფსბერგერთან" შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა და თანაგუნდელთა შორის ცალსახად საუკეთესო იყო.

თავიდანვე გეტყვით, რომ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და გრაცელთა ეს ერთადერთი გოლი დიდწილად ჩვენებურის დამსახურებით გავიდა. 49-ე წუთზე, როდესაც "შტურმი" მარცხდებოდა, კიტეიშვილმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, თანაგუნდელთან ჩინებული კომბინაცია გაითამაშა და ცარიელი კარის წინ მდგომ მარკუს ფინკს უპასა. ეს ოთარის პირველი საგოლე პასია "შტურმის" რიგებში.

საერთოდაც, 22 წლის ქართველი მთელი თამაში აქტიური იყო და შეტევებს ამწავვებდა. თავადაც ჰქონდა გატანის შანსი დრიბლინგის შემდეგ, თუმცა ვერ მოახერხა. საგულისხმოა, რომ რამდენიმე გამოცემის ვერსიით, კიტეიშვილი თანაგუნდელთა შორის საუკეთესოდ დასახელდა.

ავსტრიული გუნდი კი ხუთი ტურის თავზე 8 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.

0.115736