ფეხბურთი

20:50 | 25.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" "ჩიხურა" დაამარცხა

ეროვნული ლიგის 22-ე ტურში თბილისის "ლოკომოტივმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე "ჩიხურა" მიიღო და 3:2 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები ოთარ კობახიძემ (დუბლი 8წ, 54წ) და დავით ჯიქიამ (77წ) გაიტანეს, ხოლო საჩხერელთაგან თავი გიორგი გაბედავამ (41წ) და კახა კახაბრიშვილმა (87წ) გამოიჩინეს.

ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 21 მატჩში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა და 25 ქულით მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. სოსო ფრუიძის შეგირდებს კი 22 შეხვედრაში 38 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს "ჩიხურა" შინ "დინამოსთან" ჩაატარებს, ხოლო "ლოკომოტივი" ჩემპიონატის ლიდერს - "საბურთალოს".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.179048